ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის ექსპერტი და ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ზაზა წერეთელი ამბობს, რომ ყველა ვაქცინა არის 2 დოზიანი, ანუ პირველსა და მეორე დოზას შორის 21 დღიანი შუალედი უნდა იყოს. ამის შესახებ მან "დღის კურიერში" განაცხადა.
ზაზა წერეთლის თქმით, ქვეყანაში ვაქცინების შემოტანის დროს უნდა გაითვალისწინონ, რომ 21 დღეში საჭირო იქნება იმავე რაოდენობის ვაქცინის შემოტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუნიტეტის გამომუშავება გაძნელდება.
"ყველა ეს ვაქცინა არის ორდოზიანი, ანუ პირველსა და მეორე დოზას შორის არის 21 დღე. ამიტომ, როდესაც საქართველოში შემოაქვთ ეს ვაქცინა, მათ ისიც უნდა მიიღონ მხედველობაში, რომ 21 დღეში დასჭირდება იგივე რაოდენობის ვაქცინა, იმიტომ, რომ ის მოსახლეობა, რომელიც აიცრა, ისევ უნდა აიცრას 21 დღეში. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუნიტეტის გამომუშავება ცოტა გაძნელდება.
ასე რომ, ეს ფაქტიც უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც საქართველო დააპირებს ვაქცინის შემოტანას.
"ასტრაზენეკაც" ალბათ ცოტა ხანში დამტკიცდება. ეს ალბათ ყველაზე მისაღები იქნება საქართველოსთვის იმიტომ, რომ მას სჭირდება ზუსტად ის ლოჯისტიკა, რომელიც საქართველოში აწყობილი იყო იმუნიზაციის პროგრამისთვის," - განაცხადა ზაზა წერეთელმა.