26 აპრილი 2024,   20:06
ვრცლად
მსოფლიო კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ახანგრძლივებს

მსოფლიო კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ახანგრძლივებს. მიზეზი ინფიცირების შემთხვევების ზრდაა, რასაც ჯანდაცვის ექსპერტები COVID-19 ის ახალ შტამებს უკავშირებენ.

დიდი ბრიტანეთის შემდეგ ახალ უკვე საფრანგეთში მოხვედრა მხოლოდ კოვიდტესტის უარყოფითი პასუხისა და 10 დღემდე კარანტინის შემდეგ არის შესაძლებელი. მომავალი კვირიდან რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება გერმანიაც, სადაც ფიქრობენ, რომ დაწესებულმა ლოკდაუნმა მძიმე ეპიდვითარება ვერ გააუმჯობესა.

საკარანტინო შეზღუდვებს ამკაცრებს იტალია და ავსტრიაც. უნგრეთი კი, შესაძლოა, ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდეს, სადაც მოსახლეობას ჩინური ვაქცინით აცრიან.

დღის ამბები