16 აპრილი 2024,   10:27
ვრცლად
ზუგდიდში სასწავლო პროცესი სკოლების ნაწილში ონლაინ, ნაწილში კი საკლასო ოთახებში განახლდა

ზუგდიდში სასწავლო პროცესი სკოლების ნაწილში ონლაინ, ნაწილში კი საკლასო ოთახებში განახლდა.

დისტანციურად აგრძელებენ სწავლებას ქალაქში მდებარე კერძო და საჯარო სკოლები, სოფლების უმრავლესობაში კი მეორე სემესტრიდან სწავლება სკოლების სივრცეებში განახლდა.

თუმცა რამდენიმე სკოლაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის გამო, სწავლა პირველ თებერვლამდე ისევ ონლაინ გაგრძელდება.

რაც შეეხება კოვიდრეგულაციებს, ადგილობრივი რესურსცენტრისა და სკოლის დირექტორების ინფორმაციით, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფილია შესაბამისი აღჭურვილობით და დაცულია რეგულაციები.

 

 

დღის ამბები