19 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
სამეგრელოში, ჯვარი-ხორგას მონაკვეთზე ელექტროგადამცემი ქსელის მშენებლობა დაიწყო

სამეგრელოში, ჯვარი-ხორგას მონაკვეთზე, ელექტროგადამცემი ქსელის მშენებლობა დაიწყო.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 56 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა, უნდა დამონტაჟდეს 271 ანძა.

პროექტი უზრუნველყოფს რეგიონის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებას.

მშენებლობისათვის დაახლოებით 16 მილიონი ევრო დაიხარჯება, პროექტს EBRD აფინანსებს. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები