19 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩიეს

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩიეს - გადაწყვეტილება მადრიდში ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სხდომაზე მიიღეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახლად შერჩეული გენერალური მდივნის დამტკიცება 2021 წლის მეორე ნახევარში გენერალური ასამბლეის სესიაზე მოხდება.

მადრიდში ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

დღის ამბები