19 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, როგორც გუდაურიდან, ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

უწყების ცნობით, გზის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია, რჩება მხოლოდ 3 კილომეტრი (კმ99-კმ101), საიდაც 101-ე კილომეტრზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება აღნიშნულ 1 კილომეტრზე ჯერ ვერ ხერხდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე, ამ მონაკვეთზეც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება

დღის ამბები