26 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი თოქ-შოუების ლეგენდა ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ 3 იანვარს კორონავირუსით გამოწვეული გართულების გამო, ლოს ანჯელესის კლინიკაში გადაიყვანეს.

ლარი კინგს 2019 წელს გაკეთებული აქვს ანგიოპლასტიკის პროცედურები, შარშან გადაიტანა ინსულტი, ხოლო 2017 წელს ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ებრძვის ფილტვის კიბოს.

ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. 1985-2010 წლებში ლარი კინგს თოქშოუ ტელეკომპანია "სიენენის" ეთერში მიჰყავდა.

 

დღის ამბები