07 მაისი 2024,   17:20
ვრცლად
ჭყონდიდის ეპარქიაში ორ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჭყონდიდის ეპარქიაში მარტვილის მამათა მონასტრის ერთ ბერსა და კიდევ ერთ სასულიერო პირს, რომელიც მეუფის რეზიდენციაში ცხოვრობს, კორონავირუსი დაუდასტურდათ, რის გამოც დედათა და მამათა მონასტრის წევრების უმრავლესობა თვითიზოლაციაშია.

ორივე სასულიერო პირს ვირუსი გეგმური შემოწმების შედეგად გამოუვლინდა და როგორც ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი ამბობს, ინფიცირებულები თავს კარგად გრძნობენ. რაც შეეხება თავად მეუფე გრიგოლს, ის თვითიზოლაციაში რამდენიმე დღის განმავლობაში მანამ იქნება, სანამ გეგმური ტესტირება არ ჩაუტარდება.

ეპარქიის მღვდელმსახური განმარტავს, რომ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წირვა გრძელდება, თუმცა, მას სასულიერო პირების ნაწილი არ დასწრებია.

დღის ამბები