19 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
ჩანაწერებიდან ჩანს რომ წესიერი, ნორმალური ხალხი არიან და არაფერს აშავებდნენ - ივერი მელაშვილის მეუღლე

ივარ მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომას დაკავებულების ოჯახის წევრები ელოდებიან. ივერი მელაშვილის მეუღლე აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მისი მეუღლის ბრალეულობას დაადასტურებს.

თამარ სულაძის თქმით, მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე ხვალ სასამართლო დაკავებულებს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებს.

"მოლოდინი მაქვს იმიტომ, რომ წინასწარი დაკავებისთვის რაც მაგათ არგუმენტები ჰქონდათ რომ ვითომ მტკიცებულებები არ გაანადგურონო და ა.შ. ახალა ხომ დაამთავრეს და ეს არგუმენტი აღარ ექნებათ. გარდა მაგისა, ის, რაც თვითონ გამოაქვეყნეს მტკიცებულებები, ეს ჩანაწერები, იმ ჩანაწერებიდან უფრო ამათი სასარგებლო ჩანს და ჩანს, რომ წესიერი, ნორმალური ხალხი არიან და არაფერს არ აშავებდნენ, ვიდრე რაიმე დანაშაული აქვთ,“ - განაცხადა ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძემ.

 

დღის ამბები