19 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
მივმართავ მოსახლეობას, ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო და მას აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები.

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ვაქცინის მისაღებად ქვეყანას დიდი ძალისხმევა დასჭირდა და თუ ის მოსახლეობამ არ გამოიყენა, ცუდი იქნება.

"მაშინ, როდესაც მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ვიშოვოთ რაც შეიძლება მეტი ვაქცინა, ყველა ზომას მივმართავთ, ათასნაირ გზებს ვეძებთ და გამოიკვეთა იმის ალბათობა, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა ქვეყანაში შემოვიდეს და ამ დროს კი, თუ შემოსული ვაქცინები მოსახლეობამ არ გამოიყენა, მაშინ მთელი ძალისხმევა იქნება ფუჭი.

მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მას აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

დღის ამბები