19 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
იმედი გვაქვს, მთავრობას დავუსაბუთებთ, რომ შაბათ-კვირაზე შეზღუდვის მოხსნა არ დააზიანებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას - რეზო მაღალაშვილი

"რითეილ გრუფ ჯორჯიას" დირექტორი რეზო  მაღალაშვილი აცხადებს, რომ შეეცდებიან, მთავრობის წარმომადგენლები არგუმენტირებულად დაარწმუნონ იმაში, რომ შაბათ-კვირაზე შეზღუდვა მოიხსნას. მისი თქმით, სავაჭრო ცენტრებში შაბათ-კვირას მომხმარებლების ნაკადის მართვა სრულიად შესაძლებელია. 

"ვინც დასაქმებულია, ის 19:00 საათამდე ძირითადად სამსახურშია, დისტანციურად ან ოფისში და გაუჭირდებათ ჩვენს ქსელებში მოსვლა, ხოლო მაშინ, როდესაც ამის საშუალება აქვთ, შაბათ-კვირას, ჩვენ დაკეტილები ვიქნებით.

ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი რეგულაციებით შეგვიძლია მუშაობა, ზუსტად ისევე შეგვიძლია შაბათ-კვირასაც მხოლოდ დაშვებული რაოდენობა მივიღოთ მაღაზიებში, რიგები ვმართოთ და ა.შ. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზებული რითეილი არ არის ერთადერთი სავაჭრო სფეროში და სავარაუდოდ, ეს არის ამის მიზეზი, რომ გარკვეული კომპანიები ამას შეძლებენ, თუმცა ნაკლებად ორგანიზებული სავაჭრო სფერო ამას ვერ შეძლებს.

ყოველ შემთხვევაში, იმედის მომცემი ის არის, რომ ეს არ არის გარანტირებულად, რომ პირველ მარტამდე არაფერი შეიცვლება, შესაძლებელია 1-2 კვირის ვადაში ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს, რისი დიდი იმედიც გვაქვს და არგუმენტირებულად დავუსაბუთებთ, რომ ეს ძალიან დიდ ეკონომიკურ შვებას მოგვცემს  და საპირწონედ არ დააზიანებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, კონკრეტულად ჩვენს სფეროში," - განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.

დღის ამბები