19 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
მნიშვნელოვანია ინფიცირების კლების ერთი კვირის მაჩვენებელი, ერთი დღისას ვერ მივაქცევთ ყურადღებას - მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის თქმით, ინფიცირების კლების მაჩვენებელი 1 დღით არ განისაზღვრება და დაახლოებით 1 კვირაზეა საუბარი.

როგორ ცქიტიშვილი "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, ეტაპობრივად, ყველა სფერო ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნდება.

"მნიშვნელოვანია, კლება 1 კვირის საშუალო უნდა იყოს, ანუ მნიშვნელოვანია სტაბილური მაჩვენებელი იყოს. ანუ ჩვენ ვერ მივაქცევთ ყურადღებას მხოლოდ 1 დღის მაჩვენებელს, თუ ეს მაჩვენებელი დასტაბილურდება და დინამიკა შეფასდება, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ შეზღუდვების მოხსნის შესაძლო დაჩქარებას. 

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნორმალურ ცხოვრების რიტმში დაბრუნებაზე, რა თქმა უნდა, გვახსოვდეს ტრანსპორტი, ასევე, აუცილებელია სწავლა საკლასო ოთახებში აღდგეს.

ჩვენ გვახსოვს, რომ გარდა სავაჭრო ქსელებისა, რესტორნებისა ან სასტუმრო ინდუსტრიისა, ჩვენ გვაქვს ტრანსპორტის მუშაობა აღსადგენი, სკოლების მუშაობაც და სხვა გასართობი და სპორტული ცენტრები," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები