19 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
ხვალიდან ხუთ ქალაქში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, თუმცა მშობლებს დისტანციურად სწავლების არჩევის საშუალებაც ექნებათ

1 თებერვლიდან სასწავლო პროცესი ქვეყნის ხუთ ქალაქში საკლასო ოთახებში გადაინაცვლებს. მათ შორის არიან ბათუმი, ზუგდიდი, გორი, ფოთი და თელავი. ხუთ ქალაქში ასევე მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტიც.

განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სასწავლო პროცესი გარდა სამი ქალაქისა: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ მშობელს ექნება არჩევანის უფლება, სკოლას განცხადებით მიმართოს და მისმა შვილმა სწავლა დისტანციურ ფორმატში განაგრძოს.

"გაგრძელდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გარდა სამი ქალაქისა, ეს არის თბილისი, ქუთაისი და რუსთავი. მინდა მშობლებს მივმართო, რომ განათლების სამინისტრომ უზრუნველყო ყველა საჭირო რესურსით სკოლები, სკოლების მზად არიან, დაიცვან ყველა ის პირობა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანდებით განსაზღვრული.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც გვინდა გავავრცელოთ და ვუთხრათ მშობლებს, რომ ვთავაზობთ დამატებით მომსახურებას, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მშობელს შიში აქვს, რომ გაუშვას მოსწავლე სკოლაში, გარკვეული მიზეზების გამო, მას აქვს არჩევანის უფლება, მიმართოს სკოლას განცხადებით და მისი შვილი დარჩეს დისტანციური სწავლების ფორმატში," - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

დღის ამბები