17 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
ISFED-ის ინფორმაცია, თითქოს საარჩევნო უბნების 8%-ში იყო მეტობის დისბალანსი, სიმართლეს არ შეესაბამება - ცესკოს სპიკერი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოქმების დისბალანსთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე ინფორმაციით, ცესკომ აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციისგან დეტალური ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა, თუმცა, უარი მიიღო. 

"ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" კიდევ ერთხელ არასწორი და დაუზუსტებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ში იყო მეტობის დისბალანსი. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ის საოლქო მონაცემების ერთიანი სურათიდან არის აბსოლუტურად ამოვარდნილი, არასწორი ინფორმაციაა.

მათ მივწერეთ ოფიციალური წერილი და მოვთხოვეთ აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციის მოწოდება. ჩვენ წერილზე პასუხი მათგან იყო ის, რომ ისინი არ გასცემენ ამ ინფორმაციას. ცესკო კვლავად მზად არის, რომ ითანამშრომლოს ყველა ჩართულ მხარესთან,"-განაცხადა ნათია იოსელიანმა. 

დღის ამბები