17 ნოემბერი 2024,   12:04
ვრცლად
სამწუხარო ფაქტია რაც მოხდა, ამას გამართლება არ აქვს - ჩხოროწყუს მერი ბავშვების მიერ მერიის ტუალეტის დასუფთავების ფაქტზე

ჩხოროწყუს მეორე სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს მერიის ტუალეტი მოახეხინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით დაიწყო.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუა აცხადებს, რომ გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს.

"სამწუხაროა ფაქტია რაც მოხდა, ამას გამართლება ნამდვილად არ აქვს. დაწყებულია გამოძიება, რომელიც ყველა დეტალს გაარკვევს. საწყის ეტაპზე არ გვქონდა ინფორმაცია, როგორც კი გავიგეთ, რომ აქ ბავშვები იყვნენ, მყისიერი რეაგირება გვქონდა და ბავშვებს მერიის შენობა დავატოვებინეთ,"-აღნიშნა დავით გოგუამ.

დღის ამბები