პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი პარლამენტში, პირველ სესიაზე დასასწრებად მივიდა.
ლევან იოსელიანი იმედოვნებს, რომ "ქართული ოცნება" დეპუტატებს მანდატს არ გაუუქმებს.
"პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება თუ "ქართული ოცნება" დატოვებს სივრცეს მოლაპარაკებისთვის და არ დაუჭერს მხარს მანდატების გაუქმებას.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ აქ შემოვსულიყავით და ადამიანები გამოსულიყვნენ საპატიმროებიდან. გარეთ არიან დეპუტატები, რომლებსაც აქვთ რესურსი მოლაპარაკებებისათვის და აქვთ რესურსი მიაღწიონ დანარჩენ ყველაფერს რასაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ,"-აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით საკითხის კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე 2 საათშია დაგეგმილი.