ხმაური და დაპირისპირება ჩხოროწყუს მერიასთან - ადგილობრივი საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, მერიის შენობაში შესვლას და მერთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა დეპუტატები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში არ შეუშვა, რაც პოლიციასა და დეპუტატებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტებიც. ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის თმით, მას ჩხორიწყუს მერიის დაცვის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა.
ისინი ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებზე სავარაუდო იძულებით ადმინისტრაციული შენობის საპირფარეშოს მორეცხვის გამო მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ვითარების შესასწავლად ადგილზე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ჩასვლასაც მოითხოვეს.