18 მაისი 2024,   15:36
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მამაკაცი რომელმაც 12 წლის გოგონა გაიტაცა დაკავებულია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 12 წლის გოგონა გაიტაცა, ბრალდებული არასრულწლოვანის სანაცვლოდ 200 000 რუბლს მოითხოვდა.

როგორც დაკითხვიდან ირკვევა, გამტაცებელი, ინალ გამახარია ამბობს, რომ ჩადენილის მოტივის ახსნა არ შეუძლია. ბრალდებულს ფული ოკუპირებული აფხაზეთიდან წასასვლელად სჭირდებოდა, თუმცა გამტაცებელს თუ სად აპირებდა წასვლას არ დაუკონკრეტებია.

აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ს ცნობით, გოგონა გუშინ, 3 თებერვალს სახლიდან 13:00-სთვის გავიდა. ალექსანდრა გვარამია ბოლოს, დაახლოებით, 14:00-ზე ოჩამჩირის რკინიგზის ხიდთან ნახეს.

დღის ამბები