ოკუპირებულ ცხინვალში კონსტანტინ კოსაჩოვის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაცია ჩადის. ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პარლამენტი ავრცელებს.
დელეგაციის შემადგენლობაში ხუთი წევრი იქნება, ვიზიტისას საუბარი შეეხება საკითხებს რომლის რეალიზებაშიც დე ფაქტო ხელისუფლებას რუსეთი ეხმარება.
ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის დელეგაციის ვიზიტი თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩაივლის, რომლის გამოც უკვე რამდენიმე თვეა ე.წ. პარლამენტის სხდომები არ ტარდება.