02 სექტემბერი 2026,   23:51
ვრცლად
602 ინფიცირებული, 569 გამოჯანმრთელებული და 11 გარდაცვლილი - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 261 620 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 569 ინფიცირებული განიკურნა, შედეგად გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 252 815 შეადგინა.

კორონავირუსისგან კიდევ  11 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 3 269 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 18 335  ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 10 591, PCR ტესტით - 7744.

დღის ამბები