ქუთაისში 60 ახალი მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს. ქუთაისისთვის განკუთვნილი 60-ვე ავტობუსი უკვე ქალაქშია. ავტობუსებში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები, ასევე ავტობუსებში დაინერგება ელექტრონული გადახდის სისტემა.
არსებული შეღავათები შეუნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და ისინი აქამდე არსებული პირობებით ისარგებლებენ.
მერიის ინფორმაციით, არ გაიზრდება მგზავრობის ღირებულა და იგივე ტარიფი შენარჩუნდება. ავტობუსები ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დაათვალიერა.