17 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი სხდომა შესაძლოა მარტის დასაწყისში გაიმართოს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი სხდომა შესაძლოა, მარტის თვის პირველ მონაკვეთში გაიმართოს. როგორც "რუსთავი 2"-ს უწყებაში განუცხადეს, შეხვედრის ჩანიშვნის მოთხოვნა ქართულმა მხარემ დააყენა და ეს იქნება 2021 წელს პირველი შეხვედრა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ ერგნეთის შეხვედრის შემდეგ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

გარდა ამისა, ოჯახის წევრები გახელაძის უკანონო პატიმრობაში დატოვებას გაასაჩივრებენ.

"ველოდებით ყოველ წუთს. გამოცხადდა, რომ სასწრაფოდ უნდა შედგეს ისევ ერგნეთის შეხვედრა. ამის იმედი გვაქვს ახლა და ისევ და ისევ მთავრობის, რას მოიმოქმედებს, თუ არადა ჩვენ გავასაჩივრებთ, გვაქვს ამისი უფლება და გასაჩივრების შემდეგ რამდენ წელსაც მიუსჯიან, შემდეგ ვიმოქმედებთ შესაბამისად," - აღნიშნა ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა.

ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, გახელაძე უკანონო ტყვეობიდან მალე გათავისუფლდეს.

"არ ველოდებოდით, რომ ამდენს მიუსჯიდნენ. გვეგონა, რომ გუშინ თუ არა, ორ დღეში მაინც გაათავისუფლებდნენ, მაგრამ მაგის იმედსაც არავინ არ იძლევა, რომ დავუშვათ ერთი თვე დარჩება, ორი თვე დარჩება. ოჯახისთვის ეს ძალიან მძიმეა. უდანაშაულო ბიჭი უკვე 7 თვეა ციხეში ზის და ჩვენი მოთხოვნაა, რომ ზაზ გაათავისუფლონ და დაუბრუნდეს თავის ოჯახს, თავის შვილებს," - განაცხადა ზაზა გახელაძის ბიცოლამ იზო გახელაძემ.

 

დღის ამბები