19 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლის წინ, შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ასევე ის ადამიანებიც იმყოფებიან, რომლებმაც შეზღუდვების გამო სამუშაო დაკარგეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პირველ რიგში 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, მათი პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და შეზღუდვების მოხსნამდე გაგრძელდება.

დღის ამბები