17 ნოემბერი 2024,   12:05
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილი საგამოძიებო კომისიას ფარსს უწოდებს და მონაწილეობაზე უარს ამბობს

ოპოზიციის ნაწილი საგამოძიებო კომისიას სრულ ფარსს უწოდებს და მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ნებისმიერი საგამოძიებო კომისიის დასკვნა არის "პლენარული სხდომის კენჭისყრის ტყვეობაში".

"ასეთი საგამოძიებო კომისია არის სრული ფარსი და ამიტომ ამაში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ,"-აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.

ამავე აზრს იზიარებს "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძეც - მისი თქმით, ვადამდელ არჩევნებამდე საგამოძიებო კომისიის შექმნა არის სრული ფარსი.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" სიმართლის დადგენა არ სურს. 

"ქართულ ოცნებას" სიმართლის დადგენა რომ სდომოდა, ამას გააკეთებდა არა სამი თვის თავზე, არამედ იმ ყველა ფორმალური გზის საშუალებით, რასაც ოპოზიცია სთავაზობდა. ეს ყველაფერი რომ მომხდარიყო, ამ მოჩვენებითი კომისიების შექმნა საჭირო აღარ იქნებოდა. მით უფრო, რომ ამ კომისიას კრიზისის განმუხტვა არ შეუძლია,"-აღნიშნა საბა ბუაძემ.

დღის ამბები