განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი განათლების სამინისტროდან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულების გამოყოფას მიესალმება.
კითხვა - დაიკავებს თუ არა კულტურის მინისტრის პოსტს თავად, თეა წულუკიანმა უპასუხოდ დატოვა და მხოლოდ ის თქვა, რომ არ იცის.
"გამოყოფის საკითხს დადებითად ვაფასებ," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროს სხდომას მთავრობის ინიციატივა წარედგინა. განათლების სამინისტროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომპონენტი გამოეყოფა. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ კულტურასა და სპორტზე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს.