ერთ კვირაში პარლამენტი განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დაშლაზე იმსჯელებს.
გადაწყვეტილება მიღებულია. განათლება მარტო რჩება. კულტურასა და სპორტს კი, ისევ ერთი სამინისტრო უხელმძღვანელებს.
სახელდება მხოლოდ ერთი კანდიდატურა - თეა წულუკიანი, რომელიც შესაძლოა პარლამენტიდან ისევ მინისტრის სავარძელში დაბრუნდეს, თუმცა ამჯერად კულტურისა და სპორტის მიმართულებით.
წულუკიანის გვარის გაჟღერებას უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები, თუმცა ფაქტია, რომ ახალი მინისტრი სფეროს უკვე გაზაფხულამდე ეყოლება.
ამიტომაც ჯერ აქცენტი არა კანდიდატურაზე, არამედ ერთი სამინისტროს ორ უწყებად გაყოფაზეა გადატანილი.