17 ნოემბერი 2024,   12:05
ვრცლად
რეფორმების შესახებ, რომელიც ტარდება შსს-ში ევროკომისიის ანგარიშში პოზიტიურად არის აღნიშნული - კახაბერ საბანაძე

ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებაა საუბარი, სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება ასევე გამახვილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირის სააგენტოებთან (Europol, CEPOL და Frontex-თან) თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ასევე, უვიზო მიმოსვლის წარმატებულად გაგრძელების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

დოკუმენტს ეხმიანებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინისტრის მოადგილე გატარებულ რეფორმებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად საპოლიციო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნას, ორგანიზებული და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას მიიჩნევს.

"ხაზგასმულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირის სააგენტოებთან თანამშრომლობა. ასევე პოზიტიურად არის აღნიშნული იმ რეფორმების შესახებ რომელიც ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროში  საპოლიციო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნასთან დაკავშირებით,"- აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე.

დღის ამბები