02 სექტემბერი 2026,   21:58
ვრცლად
ხმაური ზუგდიდში - სამოქალაქო აქტივისტებმა 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა გააპროტესტეს

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციასთან ხმაური იყო ღამით, სადაც შეკრებილებმა გადაადგილების შეზღუდვა სწორედ საღამოს 9 საათის შემდეგ გააპროტესტეს. მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის.

მცირე ინციდენტი სამოქალაქო აქტივისტების მიერ სამხარეო ადმინისტრაციის მიმდებარე ტროტუარის მოხატვის მცდელობას მოჰყვა. 

მოგვიანებით შეკრებილები მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ. ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ.

"ეს კომენდანტის საათი ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, ეს არის შეკავება ხალხის, რომელიც უბრალოდ შიმშილობს, რომელიც ვერ ეგუება უსამართლობას და ეს ადამიანები როგორც კი იგრძნობენ იმას, რომ მათ აქვთ საშუალება გარეთ გამოვიდნენ, მომენტალურად დგება საფრთხის ქვეშ ხელისუფლება,“-  ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი კვარაცხელია.

 

დღის ამბები