02 სექტემბერი 2026,   21:58
ვრცლად
ლანჩხუთში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა - ავტომობილი, რომელშიც ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა 

გუშინ საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში. აცანა-მამათის გზაზე "პაჯეროს" მარკის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ავტომობილში დედ-მამა და სამი შვილი იმყოფებოდნენ. 50 წლის მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა. დედას, 12 და 17 წლის ბიჭებს, ასევე 14 წლის გოგონას მოტეხილობები აღენიშნებათ. ისინი ლანჩხუთის კლინიკა "მედალფაში" არიან გადაყვანილები და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დღის ამბები