03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
ფოტორეპორტიორების საქმეზე დღეს ფოტორეპორტიორ ნათია გედენიძეს დაკითხავენ

ფოტორეპორტიორების საქმეზე დღეს ფოტორეპორტიორ ნათია გედენიძეს დაკითხავენ.

2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორებს პროკურატურაში ამჯერად დაზარალებულების სტატუსით კითხავენ. უკვე დაიკითხნენ გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე. 

როგორც ნათია გედენიძე  ამბობს, ის პროკურატურაში დღეს, დღის მეორე ნახევარშია დაბარებული. ორშაბათს კი, ამავე საქმეზე ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძესაც დაკითხავენ.

 

ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წელს, უცხო ქვეყნის სასარგებლოდ, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათ აღიარებითი ჩვენებები მისცეს, რის შემდეგაც საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. მათ საქმეს გრიფით "საიდუმლო" ედო. მას შემდეგ, რაც ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე დააკავეს, თბილისში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ნასამართლეობა ფოტორეპორტიორებს გასულ წელს მოეხსნათ. 

დღის ამბები