17 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში თემაზე "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" განხილვა გაიმართა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში თემაზე "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" განხილვა გაიმართა. ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა წევრ ქვეყნებს ინფორმაცია მიაწოდა - ცხინვალის რეგიონში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების თაობაზე.

ამას გარდა, მან რუსეთის ფედერაციას უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

"ქართული მხრიდან ჩვენ დავუყენეთ ყველა ის საკითხი, რაც ამჟამად არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ის მძიმე ვითარება დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან და კონკრეტული განვითარებები, რომელიც ბოლო პერიოდში გვაქვს, პირველ რიგში ეს არის უკანონო დაკავებების და უკანონო ბორდერიზაციის საკითხი, მათ შორის, ბატონი გახელაძის და ბატონი ბებუას თემა, ყველა ის დაკავებები, რომლებიც ბოლო პერიოდში გვქონდა, ესენი არის მნიშვნელოვანი საკითხები," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

დღის ამბები