09 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
მილიარდი დოლარი კლიმატურ ცვლილებებთან გასამკლავებლად

კლიმატურ ცვლილებებთან გასამკლავებლად ღარიბი ეკონომიკის ქვეყნებისთვის გაეროს საერთაშორისო ფონდში ერთი მილიარდი დოლარი ჩაირიცხა. თანხა საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოყო და ამის შესახებ ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.

გლობალური შეთანხმების განხორციელების პროცესში განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების პასუხისმგებლობის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც გაეროში. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კი მზის ენერგიის ათვისებაზე ისაუბრა და კლიმატური ცვლილებების კუთხით ბრიტანეთის მიღწევები გააცნო მსოფლიოს ლიდერებს.

პარალელურად ნიუ იორკში ევროკავშროს მინისტრების შეხვედრაც გაიმართა, რომელსაც კეტრინ ეშტონმა უმასპინძლა. შეხვედრების ძირითადი ნაწილი ირანისა და ექვსეულის მოახლოებულ შეხვედრას დაეთმო.

დღის ამბები