"ევროპულ საქართველოში" დაგეგმილ ცვლილებებზე, სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეფასებებს აკეთებენ. "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ის ყველა იმ პრო-დასავლური ძალას გულშემატკივრობს, რომელიც ოპოზიციურ ფლანგს გააძლიერებს.
"ის, რაც "ევროპულ საქართველოში" ხდება, მათი შიდაპარტიული საქმეა. მე ნამდვილად ვგულშემატკივრობ ყველა პროდასავლურ ძალას იმისათვის, რომ ოპოზიციური ფლანგი გაძლიერდეს. რაც შეგვეხება, ჩვენ ყველა სხვა პარტიისგან განსხვავებით, ვფართოვდებით. როდესაც ტურბულენციები დამთავრდება ყველა პოლიტიკურ ძალაში, ამი შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ ვისთან ვითანამშრომლებთ. ახლა ჩვენ შიდა პარტიული განვითარების ამბავი გვაქვს," - აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
"გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებს "ევროპულმა საქართველომ," დაშლის მასტერკლასი აჩვენა. მისივე თქმით, ეს გამოცდილება თავის კვალს დატოვებს საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში.
"ირონიულად შეიძლება მოგეჩვენოთ მაგრამ, მე სერიოზულად ვფიქრობ, რომ "ევროპულმა საქართველომ," დაშლის მასტერკლასი გვასწავლა. თუ მათ ეს საქმე ბოლომდე ასე მშვიდობიანად მიიყვანეს, მგონია, რომ ეს გამოცდილება თავის კვალს დატოვებს საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში და ყველ არჩევნების წინ პარტიები ამ კარგ გამოცდილებას გაიხსენებენ. პარტიის დაშლა, ვიღაცების წასვლა და მოსვა, პოლიტიკური პროცესია და რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. პოლიტიკაც ასეთია,"- აღნიშნავს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.