17 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
რატომ არ არის ნიკა მელიას მხარდამჭერ განცხადებაზე 22 პარტიას შორის "გირჩისა" და "მოქალაქეების" ხელმოწერა - "გირჩში" აზრთა სხვადასხვაობაზე მიუთითებენ 

22 პარტიას შორის, რომელმაც ნიკა მელიას საკითხზე განცხადება გაავრცელა, არ არის "გირჩის" და "მოქალაქეების" ხელმოწერა. განმარტებას აკეთებს "გირჩი", რომელიც აცხადებს, რომ ამ თემაზე მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაა. 

"გირჩის" წევრები თანხმდებიან, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" ერთად ვითარებას თავად ნაციონალური მოძრაობაც ძაბავს.

"არაფერ განსაკუთრებულ სარგებელს არ მიიღებს ქართული ოცნება, თუ "ძალას" გამოაჩენს. პირიქით, ეს იქნება უფრო სისუსტის მაჩვენებელი, რომ პარლამენტმა პარლამენტარი ვერ დაიცვა და გირაოს ნაწილის არ გადახდის გამო ფაქტობრივად გაწირა ციხისთვის. არ მგონია, რომ ეს ნორმალური და კარგი იყოს მომავლისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმუნიტეტი პარლამენტარს სჭირდება ზუსტად ასეთი რისკიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად," - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას საქმეზე 22 პოლიტიკური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - წერილში წერია, რომ მელიასთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებები ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ბრძოლას წარმოადგენს. 

დღის ამბები