თბილისის დროით დაახლოებით 15:30 საათზე საქართველოს საზღვრიდან 150 კილომეტრში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, ერევნიდან 12 კილომეტრში სოფელ ვანაშენთან დაფიქსირდა.
ევროპული სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, სტიქიის სიმძლავრემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.