17 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა იწყება

ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა იწყება. პარტიის წევრები უკვე იკრიბებიან. დახურული შეხვედრის დაწყებამდე უკვე კეთდება პირველი კომენტარები. ერთ-ერთი თემა, რომელზეც უმრავლესობამ უნდა იმსჯელოს ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხია.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე განიხილება ყველა ის საკითხი, რაც ქვეყნისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია. 

"მმართველი პარტია და მისი საპარლამენტო უმრავლესობა იკრიბება და იმსჯელებს ყველა საჭირბოროტო საკითხზე, რაც ეხება ქვეყანას, მის განვითარებას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ა.შ. ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით მაქვს იგივე პოზიცია, რაც მაქვს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, კანონის წინაშე ყველა თანასწორია," - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები