17 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
კახეთის სამ მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, გასვლითი შეხვედრები მიმდინარეობს

მეორე დღეა, კახეთში საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში, გასვლითი შეხვედრები მიმდინარეობს. 

რეგიონში მათი ვიზიტის მიზანია ფერმერებს ადგილზე გააცნონ კანონპროექტი, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა და ის ქარსაფარი ზოლების მოწყობას გულისხმობს.  

მორიგი შეხვედრა დღეს დედოფლისწყაროში გაიმართა, სადაც კანონპროექტის ინიციატორებმა ადგილობრივებთან ერთად  ქარსაფარი ზოლების გაშენებასა და დაცვას მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქარსაფარ ზოლების  ამოქმედების შემდეგ მოსახლეობაში შემოსავლიანობა მკვეთრად გაიზრდება. კანონპროექტის სრულყოფილი სახის მიღების შემდეგ კი ფერმერებისთვის   ამ ტერიტორიების გადაცემა მოხდება. 

კანონპროექტის მიხედვით, დაგეგმილია შესაბამის უწყებებთან ერთად  კოორდინირებული მუშაობა და ქარსაფარი ზოლების როგორც მოკვლევა, ისე ინვენტარიზაცია. 

შეხვედრამდე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კომიტეტის წევრი დეპუტატები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოსა  და დედოფლისწყაროში არსებულ ქარსაფარ ზოლები ადგილზე დაათვალიერეს.

 

დღის ამბები