19 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
ალეკო ელისაშვილო, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან, აგიღებ და გამოგიტან - ნიკა მელია ალეკო ელისაშვილს  

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, ელისაშვილი ამბობს, რომ ის მზად არის ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად, საკუთარი ხელფასი გადარიცხოს. 

"ალეკო ელისაშვილო ახლა ჩემი ფეხით არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან იმ პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ ახლა, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.  

პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად, საკუთარი ხელფასი გადარიცხოს. 

2019 წლის შემდეგ, ნიკა მელია უკვე მორედ დგას დაპატიმრების საფრთხის წინაშე. დღეს პარლამენტმა, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, დეპუტატს ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის შეჩერებას კენჭი უნდა უყაროს.

დღის ამბები