19 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ჯერ არ ჩამრიცხვია, მაგრამ მზად ვარ ჩემი ხელფასი გადავრიცხო - ალეკო ელისაშვილის თქმით, ნიკა მელიას გირაოს თანხა არ აქვს 

პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად, საკუთარი ხელფასი გადარიცხოს. 

"ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მხარს არ ვუჭერთ. ნიკამ ერთ-ერთ ეთერში მე მომართა და თქვა, რომ ერთხელ გირაო გადავიხადეო და ახლა კიდევ დამაკისრეს და ამდენი თანხა არ მაქვს ნამდვილად. გასაგებია, 2-ჯერ 30 000 ლარი არავის არ აქვს, მეც არ მაქვს მით უმეტეს. ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, ჯერ ხელფასი არ ჩამრიცხვია, მაგრამ მზად ვარ ჩემი ხელფასი გადავრიცხო," - აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი. 

2019 წლის შემდეგ, ნიკა მელია უკვე მორედ დგას დაპატიმრების საფრთხის წინაშე. დღეს პარლამენტმა, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, დეპუტატს ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის შეჩერებას კენჭი უნდა უყაროს.

დღის ამბები