19 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
ნატახტარი-ხუნევის, ასევე გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთებზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნატახტარი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ28–კმ158 (ნატახტარი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ ეტაპზე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.

ამ ეტაპზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დღის ამბები