საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 365 შემთხვევა გამოვლინდა - სულ, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულების რაოდენობა 267313-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 17188 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9866, PCR ტესტით - 7322.
გამოჯანმრთელდა კიდევ 539 ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 260266-მდე გაიზარდა.
ვირუსმა ბოლო 24 საათში კიდევ 9 ადამიანი იმსხვერპლა, სულ კორონავირუსის დიაგნოზით ქვეყანაში 3399 პაციენტი გარდაიცვალა.