დღეს, 3 საათზე "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ პარტიის პოლიტსაბჭო ხვალ შეიკრიბებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრი უნდა დაესახელებინათ.
გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა, მისი თქმით, გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობის გამო მიიღო.