გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომას საერთაშორისო მედია ეხმაურება.
"საქართველოს პრემიერ მინისტრი გადადგა, ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს,"-ასეთი სათაურით სტატიას გამოცემა usnews.com ავრცელებს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიკა მელიას მხარდამჭერები გიორგი გახარიას გადადგომას ოვაციებით შეხვდნენ.
გერმანული deutsche welle კი წერს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა დატოვა თანამდებობა, რადგან არ ეთანხმებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიკა მელიას დაკავების მიუღებელ ფორმას.
Euronews იუწყება, რომ გიორგი გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლომ ოპოზიციონერ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა; პრემიერმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.