19 ნოემბერი 2024,   14:18
ვრცლად
"ქართული ოცნების" სათაო ოფისთან აქტივისტებმა სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს

"ქართული ოცნების" სათაო ოფისთან, სადაც ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტებმა სამგლოვიარო მუსიკის ფონზე გვირგვირგვინი მიიტანეს და ოფისის შესასვლელთან დატოვეს. 

ორგანიზაცია "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტების განმარტერბით, ამ ფორმით, "ქართულ ოცნებას" პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას უსამძიმრებენ.

ამ წუთებში, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შეკრებილი პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურებს განიხილავს. 

მმართველ პარტიაში განცხადება 17:00 საათისთვის გაკეთდება, სადაც სავარაუდოდ, მთავრობის მეთაურის კანდიდატურა დასახელდება.

დღის ამბები