17 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და წონასწორობას - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი განცხადება გააკეთა. მან მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს მისთვის დიდი პასუხისმებლობაა. 

"მე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენთვის ყველასთვის ემოციური დღეა. ამის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერ- მინისტრობის თანამდებობაზე. ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი პატივი, რომ უკვე დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში, ეს არის პანდემია, ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც ბუნებრივია, საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული, რომ სწრაფად მოვაგვაროთ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები და მინდა აღვნიშნო ძალიან მოკლედ, რომ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ  ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები