09 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
პუტინი პოროშენკოს სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტით ემუქრება

სააგენტო „როიტერი“ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოსთვის გაგზავნილი წერილის შინაარსს აქვეყნებს. მასში რუსეთის პრეზიდენტი უკრაინას სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტით ემუქრება. ამის თავიდან ასარიდებლად, პუტინი მოითხოვს ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გაითვალისწინონ რუსულ ეკონომიკასთან დაკავშირებული რისკები.

პუტინი აცხადებს, რომ თუ უკრაინა ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების განხორციელების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებს დაიწყებს, რუსეთისგან ამას დაუყოვნებელი პასუხი მოჰყვება. წერილი 17 სექტემბრით არის დათარიღებული. ევრო პარლამენტმა და უკრაინის რადამ კი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება 16 სექტემბერს მოახდინეს. თუმცა იმ ნაწილის განხორციელება რომელიც თავსუფალ ვაჭრობას შეეხება, 2015 წლამდე არ მოხდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები