09 ოქტომბერი 2024,   20:21
ვრცლად
საეჭვო გზავნილები სტამბულის საელჩოებში

თურქი სამართლდამცველები საეჭო გზავნილების წარმომავლობას ადგენენ, რომლებიც სტამბულში მდებარე რამდენიმე ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ერთდროულად მიიღო.

კანადის, შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიისა და საფრანგეთის საკონსულოებში ფოსტით ამანათები შევიდა, რომელშიც ყვითელი ფხვნილი იყო მოთავსებული.

ჯერჯერობით უცნობია, რა სახის ნივთიერებაზეა საუბარი. ნიმუშები ანკარაში მდებარე ლაბორატორიაში გამოსაკვლევადაა გადაგზავნილი. საკონსულოების 16 თანამშრომელი კი, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ამანათებთან, საავადმყოფოებში მოათავსეს.

მომხდარის გამო ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

დღის ამბები