25 აპრილი 2024,   19:24
ვრცლად
ენმ-ს ცენტრალური ოფისის ყველა კარი სადაც ნიკა მელია იმყოფება ჩაკეტილია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმების მობილიზება თბილისში რეგიონებიდანაც ხდება, რაც მისი თქმით, იმის ნიშანია, რომ ენმ-ს პარტიის ოფისზე შტურმისთვის ემზადებიან.

როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, პარტიის ოფისში ყველა კარი და ფანჯარა იქნება ჩაკეტილი.
უდუმაშვილის თქმით, ისინი სპეცრაზმს მშვიდობიანად, ხელაწეული დახვდებიან.

"ხელაწეულები დავხვდებით სპეციალური დანიშნულების რაზმს და თავს დავიცავთ,"-აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები