17 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
"დღის სამწუხარო დასაწყისი თბილისში" - საერთაშორისო პარტნიორები ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურებიან

ნიკა მელიას დაკავებას, საერთაშორისო პარტნიორები დილიდან ეხმაურებიან.

ისინი ხელისუფლების ქმედებას არ მიესალმებიან  განვითარებულ მოვლენებს საქართველოსთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ:

"სამწუხაროა იმის ყურებ, რაც ამ დილით თბილისში ხდება, ძალადობა არ არის პოლიტიკური უთანხმოების მოგვარების გზა. იმედი მაქვს ჩვენს ქართველ კოლეგებს შეეძლებათ ამ კრიზისიდან თავის დაღწევა. ახლა მნიშვნელოვანია თავშეკავება და დემოკრატიულობის შენარჩუნება,"- წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრელიუს ლანდსბერგი.

"დღის სამწუხარო დასაწყისია თბილისში. ოპოზიციური პარტიის ოფისში განვითარებული მოვლენების ყურების ფონზე, საქართველოს მომავლის გულისთვის, ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. ძალადობამ და ესკალაციამ არ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები,"- აცხადებს საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა.

"ძალადობა და ქაოსი არის უკანასკნელი რამ, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მე დაჟინებით მოვუწოდებ ორივე მხარეს, იმოქმედოს თავშეკავებით, დღეს და მომდევნო დღეებში," - წერს ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი.

"გავიღვიძოთ! დემოკრატიას თავს ესხმიან! პუტინის მსგავსად გაზისა და ძალადობის გამოყენებით. ივანიშვილის რეჟიმმა ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს!" - აღნიშნავს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი.

"ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. ოპოზიციის ოფისების შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება შეუსაბამოა იმ მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მთავრობის მტკიცებით, მას აქვს. ეს საქართველოში დემოკრატიისთვის კრიტიკული მომენტია,"- წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი.

"ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოს რესპუბლიკაში ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევით. ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია დამშვიდება და განმუხტვა ჯერ კიდევ შეიძლება," - წერს დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის" მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი.

"პირდაპირ ეთერში ვუყურე შტურმს. როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ახლახანს წარმოვადგინეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს არ არის რაღაც, რაც ავტომატურია,"- აღნიშნავს ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი.

"ძალიან სამწუხარო დღეა საქართველოში,"- წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი.

"შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში ხდება, ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს, გახდნენ ნატოს ერთ ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორი, უპასუხისმგებლო იქნება, რომ ეს ყველაფერი გაიფლანგოს. ყველა ლიდერმა უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და იხელმძღვანელოს პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესებით,"- აღნიშნავს ლიეტუვის ყოფილი თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

"უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, ამით მხოლოდ კრემლი და ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრე სარგებლობს. ამაში არაფერია კარგი ქართველებისთვის, განსაკთრებით ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს პრეზიდენტი ბაიდენი შესაბამის ყურადღებას გამოიჩენს. კრემლი გიყურებთ,"- აცხადებს ყოფილი ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი.

დღის ამბები