19 ნოემბერი 2024,   14:18
ვრცლად
დეესკალაციისკენ გადაგმული ერთ-ერთი ნაბიჯი ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება - ნინო ლომჯარია 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხელისუფლებას ვითარების დეესკალაცისკენ ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. 

"ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, წიწაკის სპრეის გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ სადაც ადამიანებს არ აქვთ სივრცის დატოვების საშუალება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი.

სიპიტის 2014 წელს პირდაპირ აქვს საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაცია, რომ წიწაკის სპრეი არ იყოს გამოყენებული დახურულ სივრცეში. 

ადამიანის უფლებათა სტანდარტით წიწაკის სპრეის გამოყენება არ შეიძლება დახურულ სივრცეში.

მე არაერთი განცხადება გავაკეთე და მიმაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. წინასწარი პატიმრობის გამოყენება არ არის დასჯის ფორმა, არ უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც მოქალაქემ დაარღვია სხვა სახის აღკვეთი ღონისძიება. ის უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დასაბუთებით ვიცით, რომ ბრალდებული მიიმალება ან გაანადგურებს მტკიცებულებებს. ასეთი მტკიცებულებები კი სახალხო დამცველმა ვერ დაინახა არ იყო წარმოდგენილი პროცესზე. 

მოვლენების ამ განვითარებას მივყავართ ჩიხისკენ, დარწმუნებული ვარ, რომ არც მმართველი ძალის მომხრეებს და არც ოპოზიციის მომხრეებს არ სურთ ქვეყანაში იყოს ასეთი პოლარიზაცია. 

მე მოვუწოდებ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ, ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება გათავისუფლება. იმედია სასამართლო მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას,"-აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები